ისრაელელმა სამხედროებმა ორი პალესტინელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 02.03.2016
ნანახია: 1530

ისრაელელმა სამხედროებმა ორი პალესტინელი იმ დროს მოკლეს, როდესაც მათ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთ დასახლებაში შეაღწიეს. ამის შესახებ ფრანც პრესი ისრაელის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ორი პალესტინელი ერთ-ერთ მცხოვრებს თავს დაესხა. შეიარაღებულმა ძალებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადც ორივე თავდამსხმელი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მცხოვრები სამხედროების მისვლამდე პალსეტინელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რა დროსაც დაიჭრა.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი გასული წლის შემოდგომიდან გამწვავდა. პალესტინელების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. ხუთი თვის განმავლობაში 180-მდე პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა ისრაელელებზე თავდასმისას მოკლეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე