სუპერსამშაბათის წინასწარი შედეგებით რესპუბლიკელებიდან ტრამპი, დემოკრატებიდან კი კლინტონი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 09:48 | 02.03.2016
ნანახია: 2082

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერსამშაბათის წინასწარი შედეგები ქვეყნდება. 11 შტატსა და ამერიკის სამოაში ჩატარებული პრაიმერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი, დემოკრატებს შორის კი ჰილარი კლინტონი ლიდერობენ.

დელეგატების ხმების უმრავლესობა ტრამპმა ჯორჯიაში, ვერმონტში, ალაბამაში, მასაჩუსეტსში, ტენესისსა და არკანზასში მოიპოვა. მცირე სხვაობით მოუგო რესპუბლიკელ კანდიდატს - მარკ რუბიოს, ვირჯინიას შტატშიც.

ტრამპის ძირითადი მოწინააღმდეგე ტედ კრუზი იმარჯვებს ოკლაჰომასა და ტეხასში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შტატში, სადაც 155 დელეგატია.

ჰილარი კლინტოლი ლიდერობს დემოკრატ კანდიდატებს შორის ჯორჯიაში, ვირჯინიაში, ალაბამაში, ტენესიში, არკანზასსა და ტეხასში. მისი მთავარი კონკურენტი ბერნი სანდერსი, კი პრაიმერს ვერმონტსა და ოკლაჰომაში იგებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შესახებ პარტიები ივლისში, ეროვნულ კონვენტებზე მიიღებენ, არჩევნები კი 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე