ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:46 | 01.03.2016
ნანახია: 1745

ვიქტორ იანუკოვიჩი კვლავ უკრაინის პრეზიდენტია, რადგან უფლებამოსილება არ მოუხსნია. მას განზრახული აქვს თავის ქვეყანაში დაბრუნება. ამის შესახებ უკრაინულ მედიას იანუკოვიჩის ადვოკატმა ვიქტორ შოკინმა განუცხადა.

”მას განზრახული აქვს უკრაინაში დაბრუნება და ამისთვის სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული. იანუკოვიჩს უფლებამოსილება არ მოუხსნია. თანამდებობიდან მისი ჩამოშორება კი უკრაინის კონსტიტუციის უხეში დარღვევით მოხდა”, - განაცხადა ექს-პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა.

ადვოკატის თქმით, არ იცის ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილ-სამყოფელის შესახებ. მისივე თქმით, მსოფლიოში მას გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, რადგან საერთაშორისო ძებნაში არ იმყოფება.

2015 წლის ნოემბერში ინტერპოლმა კიევს იანუკოვიჩზე ძებნის გამოცხადების შესახებ უარი უთხრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე