გაიგეთ რომელი ხილი შეაჩერებს დაბერების პროცესს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 30.09.2015
ნანახია: 2163

ახალი სამედიცინო კვლევის თანახმად, იმისათვის, რომ ასაკობრივ ცვლიბებთან დაკავშირებული კუნთების ტონუსის დაკარგვა შეაჩეროთ, ყოველდღე ერთი ვაშლი უნდა მიირთვათ. აიოვას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, ვაშლის კანში შემავალი კომპონენტი ხანდაზმულებს ეხმარება კუნთების ელასტიურობის დაბრუნებაში. დროის „უკან დაბრუნება“ ასევე შესაძლებელია მწვანე პომიდვრის დახმარებითაც.

როგორც მეცნიერებმა ჟურნალ Biological Chemistry-ს განუცხადეს, კუნთების სისუსტე ხანდაზმულ ასაკში გამოწვეულია პროტეინ ATF4-ით, თუმცა ბუნებრივი ნაერთები, რომელიც ვაშლის ქერქში აღმოჩნდა, ამ პროტეინის მუშაობას შეაფერხებს.

თაგვებზე ჩატრებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ურსულის მჟავა და ტომატიდინი, რომლებსაც ვაშლი და მწვანე პომიდორი შეიცავს, შემაცირებს კუნთების ასაკობრივ სისუსტესა და ატროფიას.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება მედიკოსებს მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებაში და ხანდაზმულებს აქტიური ცხოვრების გახანგრძლივებაში.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე