თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან - რეზნიკოვი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 11:23 | 07.10.2022 ნანახია: 192
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა რუს სამხედროებს მიმართა და მოუწოდა დრო არ დაკარგონ და რუსეთი ტრაგედიისგან იხსნან, რუსეთის არმია კი - დამცირებისგან. მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელძღვანელობამ ისინი მოატყუა და გაყიდა, როდესაც ვლადიმირ პუტინის ილუზიური მიზნებისთვის სასიკვდილოდ გაიმეტა.
„ეს არის გზავნილი კიევიდან. მე ვარ ოლექსეი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი. მივმართავ რუსეთის არმიის სამხედროებს, მეზღვაურებს, სერჟანტებს, მეთაურებს, ოფიცრებს, გენერლებსა და ადმირალებს... უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოწოდება მიმართულია ოფიცრებისა და სარდლობის მიმართ, რადგან თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელები თავს იცავენ, რუსები კი მარხავენ თავიანთ თანამებრძოლებს.
„ახლა თქვნი მედესანტეები იღუპებიან დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე. მათ იციან თავიანთი საქმე. მაგრამ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა მათი სასიკვდილოდ გამეტება... თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს. თქვენ გპირდებოდნენ იოლ გასეირნებას, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით საფასურს ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის. ახლა თქვენ არ გისმენენ, რადგან თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას, მოსკოვში კი არ უყვართ სიმართლე. მათთვის მარტივია ილაპარაკონ, რომ თქვენ გმირულად დაიღუპეთ, ნატო-სთან ბრძოლაში“, - თქვა რეზნიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები უკრაინში არავის „ათავისუფლებენ“, არამედ ანადგურებენ ქალაქებს, სადაც ცოტა ხნის წინ მათ კეთლ მეზობლებად მიიჩნევდნენ.
„გეტყვით რა იქნება შემდეგ, ათასობით რუსი ახალგაზრდა დაიღუპება, უფრო მეტი დარჩება ხელებისა და ფეხების გარეშე. თქვენ დაგადანაშაულებენ და ისევ გიღალატებენ, როგორც არაერთხელ გიღალატეს“, - თქვა რეზნიკოვმა.
მან განაცხადა, რომ უკრაინელებს რუსეთის მიწები არ სჭირდებათ, თავისიც საკმარისი აქვთ.
„ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამართლიანობის გარანტიას ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. ჩვენ ტრიბუნალს გადავცემთ ყველას, ვინც იძლეოდა დანაშაულებრივ ბრძანებებს. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადაარჩინოთ რუსეთი ტრაგედიისგან, რუსეთი არმია კი დამცირებისგან, მაგრამ დრო გადის. არ დაკარგოთ ეს დრო“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
პოლიტიკა
- ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა - სალომე ზურაბიშვილი
- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია - ევროკავშირის საბჭო
- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა
- ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ვრჩები რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი - კობა ნაყოფია
საზოგადოება
- 11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა
- იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაცა რაღაც სიას შეადგენს… თუ შეცდომები გვაქვს, დავჯდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ - მეუფე იაკობი
- დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას - ირაკლი ღარიბაშვილი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა
სამართალი
- მოსამართლემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო
- სააკაშვილის მკურნალობა ისეთ ქვეყანაში უნდა მოხდეს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს - ბრიტანელი ფსიქიატრი
- ახმეტაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
- კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის ექთანს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ეკონომიკა
- სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს შენდება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა
- საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა ოცმა კომპანიამ მიიღო
მსოფლიო
- ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას არ გეგმავს
- რუსეთმა, სავარაუდოდ, მეტად კოორდინირებულად განავითარა შეტევები უჰლედარისა და პავლოვკის ირგვლივ - ბრიტანეთის დაზვერვა
- რუსეთმა უკრაინაში უკვე 127 500 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
- ნორვეგია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მარტის ბოლოს მიაწვდის
კონფლიქტები
- ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი
- აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა - ზახაროვა
- საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება
- (R) „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმატებული 2022 - კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
- (R) „პორშე ცენტრი თბილისი“ - პირველი კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება