აშშ ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კიბერ შეტევას იწყებს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 01.03.2016
ნანახია: 1616

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ამერიკა სირიასა და ერაყში ექსტრემისტული დაჰგუფების ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კიბერ შეტევას იწყებს. ამასთან, აშშ-ი რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმებს მიავლენს.

შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯოზეფ დანფორდის თქმით, აშშ-ს არ სურს, მტერმა იცოდეს, სად, როდის და როგორ ჩაატარებს კიბეროპერაციებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერის თქმით, ერაყსა და სირიაში აშშ-მა სპეციალური დანიშნულების „მიზნობრივი“ ძალები გაგზავნა. სირიასა და ერაყში ამ ძალების სავარაუდო რაოდენობა 200-250 იქნება





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე