14 წლის მოზარდმა ამერიკის სკოლაში ცეცხლი გახსნა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 01.03.2016
ნანახია: 1638

ამერიკის ოჰაიოს შტატში ერთ-ერთ სკოლაში სროლა მოხდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი მოზარდი დაიჭრა.
პოლიციელთა ცნობით, ქალაქ მედისონში 14 წლის მოზარდმა სასწავლო დაწესებულების ბუფეტში ცეცხლი გახსნა.

თავდამსხმელმა იარაღი გადააგდო და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს.

მომხდარის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე