ფილიპინებთან იახტაში მუმიადქცეული მეზღვაური აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 01.03.2016
ნანახია: 1841

ფილიპინელმა მეთევზეებმა სანაპიროსთან აღმოაჩინეს იახტა, რომელშიც გარდაცვლილი ადამიანი იმყოფებოდა. ის იჯდა და მისი სხეული მუმიფიცირებული იყო, იახტის ანძა კი - გატეხილი.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, იახტაზე ნაპოვნი დოკუმენტებით დადგინდა გარდაცვლილის ვინაობა. ის ერთი წლის წინ დაკარგული 59 წლის გერმანელი მოგზაური მანფრედ ფრიც ბაიორატი აღმოჩნდა.

12-მეტრიანი იახტის Sayo-ს მფლობელი მსოფლიოს გარშემო ბოლო 20 წლის განმავლობაში მოგზაურობდა. რამდენიმე წლის წინ ის ცოლს გაშორდა, რომელიც შემდეგ კიბოთი გარდაიცვალა. იახტაზე აღმოჩნდა ცოლისადმი მიძღვნილი წერილები. ბაიორატს დარჩა ქალიშვილი, რომელიც სატვირთო ხომალდის კაპიტანია.

მამაკაცი, რომლის სხეულიც მშრალი ქარებისა და მარილიანი ჰაერის ზემოქმედების შედეგად მუმიად გადაიქცა, რადიოტელეფონთან მჯდომარე პოზაში დარჩა. შესაძლოა ის დახმარების თხოვნას ცდილობდა. მისი გარდაცვალების მიზეზები და დრო ჯერჯერობით დაუდგენელია. ექიმების ვერსიით ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ბაიორატის ერთ-ერთი ნაცნობი მეზღვაურის თქმით, გარდაცვლილი ძალიან გამოცდილი მეზღვაური იყო და ის შტორმში იახტით არ გავიდოდა. მისი აზრით, ბაიორატს გულის შეტევა დაემართა, ანძა კი მისი სიკვდილის შემდეგ გატყდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე