ნანუკა ჟორჟოლიანმა საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება - პეტრე ცისკარიშვილი
საქართველო, თბილისი - 22:53 | 26.09.2022 ნანახია: 402ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება. საეჭვოა მას ეს არ ესმოდეს. ანუ შეგნებულ, მიზანმიმართულ და ბოროტგანზრახულ კამპანიასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ცისკარიშვილის თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა.
„ამ ბინძურ პროვოკაციას არც ვუპასუხებდი, რომ არა ჩვენი პარტიის წევრების და მიშას ნამდვილი გულშემატკივრების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და როგორ იგეგმებოდა აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, მისი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით. ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ, ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა. აქვე გეტყვით, რომ თითქმის ყველა აქცია, მისი ლოკაცია და შინაარსი შეთანხმებული მქონდა მიხეილ სააკაშვილთან (ცხადია იყო გამონაკლისებიც, როდესაც მსვლელობები სპონტანურად იგეგმებოდა). იმ პერიოდშიც, რომელსაც ეს სუბიექტი აღწერს, იგეგმებოდა 8 ნომებრის მასშტაბური დემონტრაცია თავისუფლების მოედანზე; ამ აქციასაც რასაკვირველია, მიშასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია უძღოდა წინ. შემდეგ კი იყო დიდი მსვლელობები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მაგისტრალების გადაკეტვა/პარალიზება. ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ ხშირი „სტუმრებიც“ ვიყავით. ჩვენს მხარდამჭერებს ეს ყოველივე ძალიან კარგად ახსოვთ.
ბოდიში, თუ ქ-ნ ნანუკა ჟორჟოლიანს წინასწარ არ ვუთანხმებდით ყოველ ჩვენს ნაბიჯსა და აქტიურობას. იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რასაც აღწერს, ეს ქალბატონი ადგილზე მოვიდა ცინიკური და ქედმაღლური განწყობით იმ გულწრფელი ადამიანების მიმართ, ვინც ციხესთან შეიკრიბა მიშას გათავისუფლების მოთხოვნით, თურმე არ მოეწონა მათი „ვიზუალი“, „ფიცარი“ უწოდა სახელდახელოდ ჩამოტანილ მცირე ზომის სცენას და ახლა უზნეოდ მომაწერს გამაოგნებელ ფრაზას, თითქოს მე მეთქვას, რომ მიშას გათავისუფლება და „რუსთავის ციხე“ ჩვენთვის პრიორიტეტი არ იყო. ამით ყველაზე უღირსი, ცინიკური, შავ-ბნელი და ბინძური ტექნოლოგიით, ზუსტად იმას მაბრალებს, რაც ჩემთვის ცხოვრებაში, ადამიანურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველაზე მეტად მიუღებელია: ღალატს და ორპირობას! მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე, რაც პოლიტიკაში ვარ, არავის, თვით უბოროტეს მტრებსაც კი, ათას სისაძაგლეს რომ მწამებდნენ, პეტრე ცისკარიშვილისთვის ღალატი და ორპირობა არ დაუბრალებია. ცხადია, უშეცდომო პოლიტიკოსი ამქვეყნად არ არსებობს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი „ისტორია“, უბრალოდ ტყუილია მისი ფორმითაც და რაც მთავარია, შინაარსით. კვლავ ვიმეორებ: არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასთან, რეალურად კი სამკვდრო-სასიცოცხლო მძევლობასთან დაკავშირებით, არ გადაგვიდგამს მასთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე. ქ-ნ ჟორჟოლიანს კი ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ესე იგი „რუსულ ოცნებასა“ და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს“, – წერს ცისკარიშვილი.
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქტივობებს ეწინააღმდეგებოდა, აქციების გამართვას ხელს არ უწყობდა არც ლევან ხაბეიშვილი.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა