საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 10:50 | 19.09.2022 ნანახია: 787საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.7 მლნ ლარია.
„მუზეუმის მთავარი მისია, ქალაქ გორში მაღალი დონის კულტურული, საგანმანათლებლო და სარელაქსაციო სივრცის შექმნაა, სადაც არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი სტუმრებიც შეძლებენ მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ახალი აღმოჩენების გაკეთებას. ასევე, განტვირთვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას. მუზეუმში მევენახეობისა და მეღვინეობის რუქა განთავსდება, რომელზეც შიდა ქართლში გავრცელებული ვაზის ჯიშები იქნება აღბეჭდილი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ტრადიციული სასმისების კოლექცია და ღვინის 0-დან 25 წლამდე დაძველების პროცესის ვიზუალები და სხვა. მუზეუმი შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული. ადგილზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ქართული ღვინისა და სამზარეულოს მასტერკლასები გაიარონ”, - აცხადებს „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმის“ წარმომადგენელი, დავით ბოჭორიშვილი.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას. შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი დამთვალიერებელს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიას და იმ კულტურულ ღირებულებას, რაც მას თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი მრავალფეროვან სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა: მაღაზია ვიზიტორთათვის, სადეგუსტაციო სივრცე და ბუტიკური რესტორანი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნონ ტრადიციული და შიდა ქართლში გავრცელებული კერძები. წარმატებას ვუსურვებთ გუნდს პროექტის განხორციელებაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა