ჩინეთში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 30.09.2015
ნანახია: 3440

ჩინეთის პროვინცია ხუნანის გეოპარკში უდიდესი საფეხმავლო შუშის ხიდი გაიხსნა, რომელიც 300 მეტრის სიგრძისაა და დედამიწიდან 180 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ხიდის საფარველი ორმაგი, 24 სმ სისქის შუშისგან შედგება. სპეციალისტების ცნობით, ასეთი შუშა ჩვეულებრივი ფანჯრის მინაზე 25-ჯერ გამძლეა.

მანამდე ხიდი, რომელიც ორ გორას ერთმანეთთან აერთებდა, ხის იყო. ახალი შუშის აგებაზე 11 ინჟინერი მუშაობდა. ხიდის იატაკიც მთლიანად გამჭვირვალე მინისგან შედგება და მასზე გავლა პარკის დამთვალიერებლისგან დიდ გამბედაობას მოითხოვს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე