სირიის არმიამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზაზე კონტროლი დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 29.02.2016
ნანახია: 1622

სირიის არმიამ ალეპოს პროვინციაში სტარტეგიული მნიშვნელობის გზაზე კონტროლი დაიბრუნა.

საუბარია გზაზე, რომელიც ქალაქ ხანასერის გავლით ქალაქ ალეპოს უკავშირდება, მას ცოტა ხნის წინ ტერორისტები აკონტროლებდნენ. სირიის მედიის ინფორმაციით, ასადის არმიამ გზა დანაღმა.

ლონდონში ბაზირებული სირიის უფლებდამცველთა განცხადებით, ამ დროისათვის სამხედროებსა და ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს შორის ალეპოს პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე