სომალიში ორმაგ ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 29.02.2016
ნანახია: 1772

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორმაგი ტერაქტი მოხდა. პოლიცია ათობით დაღუპულის შესახებ იტყობინება. Reuters-ის ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი, რომელშივც თვითმკვლელები ისხდნენ, ხალხმრავალ გზაჯვარედინზე აფეთქდა, თითქმის იმავე დროს ახლომდებარე რესტორანშიო ამოქმედდა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა.

პოლიციელთა განცხადებით, რესტორანში თავი თვითმკვლელმა -ტერორისტმა აიფეთქა. ამ დროისათვის ცნობილია 30 დაღუპულისა და 40 დაჭრილის შესახებ.

ტერაქტებზე პასუხისხმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ”აშ-შაბაბმა” აიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტები პოლიციის განყოფილების აფეთქებას გეგმავდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე