ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 % შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 21.09.2015
ნანახია: 2381

2015 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (988 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (530 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (476 მლნ. აშშ დოლარი).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1459 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4937 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე