”ისლამური სახელმწიფო” ქალთა ბატალიონს ქმნის

საქართველო, თბილისი - 14:27 | 29.02.2016
ნანახია: 1594

”ისლამური სახელმწიფო” ქალთა ბატალიონს აყალიბებს. ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა განაცხადა. Al Arabia-ს ინფორმაციით, რაზმის მეთაურად ნადა ალ-კატანი დაინიშნა.ბატალიონი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ელ-ჰასაკში განლაგდება.

ნადა ალ-კატანი დაჯგუფებას 2013 წლიდან შეურთდა. ის Twitter-ში აქტიურად ავრცელებდა მიმართვებს და ქალებს ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, მხოლოდ 2105 წელს ტერორისტებს 60 ქალი შეურთდა. ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვიან ქალები - საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე