ავღანეთში აფეთქების შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 29.02.2016
ნანახია: 1629

სულ მცირე ოთხი ბავშვი დაიღუპა და ორი დაიჭრა ავღანეთის ქალაქ ფარახში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ავღანეთში სიტუაცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან გაუარესდა. რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა”, რომელმაც სოფლების უმეტესობაზე კონტროლი დაამყარა, მასშტაბური იერიში დაიწყო მსხვილი ქალაქების დასაკავებლად. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე გაიზარდა ”ისლამური სახელწმიფოს” გავლენაც.

”თალიბანი” და ”ისლამური სახელმწიფო” კონკურენტ დაჯგუფებებად არის მიჩნეული. ავღანეთის ტერიტორიაზე ამ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები დღემდე გრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე