”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურს გერმანელი ცოლი გაექცა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 29.02.2016
ნანახია: 1578

ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები დაჯგუფების მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთ-ერთ ცოლს ეძებენ.

გერმანელი დიანა კრიუგერი გაურკვეველ ვითარებაში ქვეყნის ჩრდილოეთით ნაინავის პროვინციაში მდებარე ტერორისტების ბანაკიდან გაუჩინარდა. ის თავის ორ თანაშემწესთან ერთად გაქრა.

ალ-ბაღდადმა ცოლის ადგილსამყოფელის დასადგენად ელიტური რაზმი გამოყო. მებრძოლებს ნაბრძანები აქვთ ქალის დაკავება ყველა მის თანხმლებ პირთან ერთად.

”ისლამური სახელმწიფოს” მეთაური და დიანა კრიუგერი გასული წლის 8 ოქტომბერს ნაინავის პროვინციაში საიდუმლო ვითარებაში დაქორწინდნენ. ამის შემდეგ დიანა ქალთა საკითხებში ”ისლამური სახელმწიფოს” შარიათის სასამართლოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე