საქართველოში რუსეთის შეჭრა გახდა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე პუტინის ბოდვითი ამბიციების დასაწყისი - შაჰინი

საქართველო, თბილისი - 17:07 | 07.08.2022
ნანახია: 275

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავჯმდომარე, ჯინ შაჰინი რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავის ეხმიანება.

"14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკანონო სამხედრო შეჭრა საქართველოში, რაც გახდა საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ პუტინის ბოდვითი ამბიციების დასაწყისი. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან ის მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის", - წერს შაჰინი.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე