კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს - სენატის საგარეო კომიტეტი

საქართველო, თბილისი - 14:07 | 07.08.2022
ნანახია: 271

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"14 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო საქართველოში შეჭრა, აგრესიის უკანონო აქტი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს. არა ოკუპაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე