ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე.. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ბოლომდე ვიბრძოლოთ ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის - კახა ოქრიაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:05 | 07.08.2022
ნანახია: 268

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შემდეგ, 14 წელი გავიდა. „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა იბრძოლოს ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის, რომლის ისტორიული ადგილი ევროპულ ოჯახშია.

„ქედს ვიხრი ჩვენი ქართველ გმირების წინაშე, რომლებმაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის ღირსება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა მათ წინაშე, ბოლომდე ვიბრძოლოთ ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის, რომლის ისტორიული ადგილი ევროპულ ოჯახშია“, - ამბობს ოქრიაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე