უკრაინის საგარეო უწყებამ 225 დეპუტატს, მათ შორის არახამიას, იასკოსა და გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გააუუქმა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 06.08.2022
ნანახია: 434

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათეულობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. იტყობინება სააგენტო "უნიან"-ი.

მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ უკრაინის რადის ათეულობით დეპუტატს.

"პრეზიდენტი ზელენსკი გაბრაზებულია, რადგან ომის დროს დეპუტატები საზღვარგარეთ უსაქმოდ დასეირნობენ", - იუწყება მედია.

დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ დეპუტატებს, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს მივლინების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია.

ამასთან, გამოქვეყნდა სია იმ დეპუტატებისა, რომელთაც დიპლომატიური პასპორტები გააუქმდათ, მათ შორის არიან დავით არახამია, ლიზა იასკო და ოლექსანდრ გონჩარენკო. სიაში სულ 225 პირია.

მანამდე უკრაინულ Telegram-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე