სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 27.02.2016
ნანახია: 1675

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამასკოს დროით 00:00 საათზე ძალაში შევიდა.

სირიის უფლებადამცველთა თქმით, დაზავების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს კონფლიქტის ყველა მხარე ემორჩილება, თუმცა შუაღამის შემდეგ დამასკოსა ზოგიერთ რაიონში უმნიშვნელო სროლის ხმა მაინც ისმოდა.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტაფან მისტურამ განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების გგემის წარმატებული რეალიზაციის ჩაშლის საშიშროება მაინც არსებობს.

”შაბათი უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეა. სავარაუდოდ არაერთი მცდელობა იქნება იმისა, რომ ჩვენს ძალისხმევას ხელი შეუშალონ”, - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, 22 თებერვალს ვაშინგტონმა და მოსკოვმა მიაღწიეს შეთანხმებას სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

სირიის ხელისუფლებამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ სხვადასხვა დაჯგუფებებთან ერთად განაცხადეს, რომ შეთანხმების გეგმას მიიღებდნენ, თუმცა გარკევული პირობებით.

ცეცხლის შეწყვეტის პირობები არ ვრცელდება ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე, მათ შორის ”ისლამურ სახელმწიფოზე”.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე