გამოარკვიეს ქალის ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზი

საქართველო, თბილისი - 18:24 | 29.09.2015
ნანახია: 2427

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელიც საშუალებას იძლევა, აიხსნას, რატომ ექვემდებარება ბევრი ქალი ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო.

 პირველ რიგში, მეცნიერები ითვალისწინებდნენ პაციენტების ყოველდღიურ ჩვევებს, სოციალურ სტატუსსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. კვლევებში 50-დან 64 წლის ასაკის დაახლოებით მილიონი ქალი მონაწილეობდა.

კვლევების ასეთი შედეგის მიზეზი შემდეგი კრიტერიუმი გახდა: ღია კანის ფერის მქონე ქალები მიდრეკილი არიან ალკოჰოლისადმი, რაც დამღუპველად მოქმედებს ძუძუს კიბოს განვითარებაზე. გარდა ამისა, აზიელ და აფრიკელ ქალებს გაცილებით მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ღია კანის ფერის მქონე ქალებს და ისინი ბავშვებს ბუნებრივი გზით _ დედის რძით კვებავენ, რაც დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

სამწუხაროდ, ექიმები ამ საშინელ დიაგნოზს ყოველწლიურად 55 ათას ქალს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პათოლოგიასთან ბრძოლის მეთოდი წლიდან წლამდე უმჯობესდება, პაციენტების დაახლოებით მესამედი მაინც იღუპება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე