გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურის დისკრედიტაციას ნაციონალური მოძრაობა შავი პიარით ცდილობს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 26.02.2016
ნანახია: 1390

ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულ ფორმაში. კვლავ აგრძელებს შავი პიარის კეთებას, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პარტია ვერ ფორმირდა ევროპული სტილის პარტიად, როდესაც გარკვეულ საკითხებს უნდა შეხედო  არა ვიწრო პარტიული ინტერესიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს თითიდან გამოწოვილი შავი პიარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ანა დოლიძის მიმართ პროფესიულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში, პრინციპულობასთან და განათლებასთან მიმართებაში, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ქალბატონი ანას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა რეალურად არის ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს", - აღნიშნა აბაშიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე