პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თელავის უნივერსიტეტში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გახსნა
საქართველო, თბილისი - 16:09 | 26.02.2016 ნანახია: 1620საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილი ლაბორატორია შიდა კახეთის (თელავის რაიონის) ნიადაგების ქიმიური შემადგენლობის კვლევას განახორციელებს და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებისთვის განსაზღვრავს სასუქის სახეობას და საკვები ელემენტების ზღვრულ ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავეებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ნიადაგის განოყიერების ერთიანი სრულყოფილი სქემის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებსა და გლეხებს თავიდან აიცილონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არასაჭირო სასუქებით დაბინძურება.
უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია, კვლევების ჩატარების შემდგომ, ფერმერებს კონსულაციებსაც გაუწევს.
თელავის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევის პრაქტიკული სამუშაოები თავად აწარმოონ.
პროექტი თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ - თანამშრომლების მიერ ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი გიორგი ჟურული.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა