პრემიერ-მინისტრი ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 26.02.2016
ნანახია: 1436

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობას, ასევე - ეუთოს მონაწილეობას ერგნეთში, ინცინდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე