კანზასში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 26.02.2016
ნანახია: 1731

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ამერიკის კანზასის შტატში კომპანია Excel Industries-ის ფაბრიკაში მომხდარი სროლის შედეგად.

პოლიციის მონაცემებით, ცეცხლი დაწესებულების თანამშრომელმა გახსნა. პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად ეჭვმიტანილი მოკლულია.

თვითმხილველთა ნაამბობიდან ირკვევა, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ფაბრიკასთან მდებარე ავტოსადგომზე ქალი მოკლა, შემდეგ შენობაში შევიდა და სროლა განაგრძო.

დანაშაულის მოტივები დგინდება. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე