გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით
საქართველო, თბილისი - 09:48 | 26.02.2016 ნანახია: 1516გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით ვიზიტისას განხორციელებულ ყველა დონის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანია მტკიცე მხარდამჭერია, როგორც საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროპული მომავლის.
"მათ ძალიან სწორი აღქმა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესების. ისინი ხედავენ, რომ საქართველო ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს და წარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ჩვენი ინსტიტუტები გახდეს უფრო ძლიერი . დაინერგოს ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის . ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დახმარება გააგრძელონ ამ მიმართულებით, ყველა დონეზე. ეს არის პოლიტიკური , ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერა. გამოხატული არის სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს ეს დახმარება საქართველოსადმი"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით გერმანია, როგორც პოლიტიკურ, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას და საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს გერმანულ მხარესთან. " მათი მხრიდან გამოიხატა სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის კუთხით, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა უწყებასთან იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს, უფრო გაღრმავდეს, განვითარდეს და უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანოს ორი ქვეყნისთვის"- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით ბერლინში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც გერმანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. " მათი მხრიდან არის სწორი აღქმა და მიდგომები, იმ საფრთხეებისადმი, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია. არის ასევე მზადყოფნა გამოხატული ყველას მხრიდან, რომ მაქსიმალურად იდგეს საქართველოს გვერდით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ამ საფრთხეებისადმი გამკლავება, რეფორმების განხორციელება და წარმატების მიღწევა ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების კუთხით ქვეყანაში."- განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძე გერმანიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 23-26 თებერვალს შეხვედრებს მართავს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკურ ცენტრებში, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა