ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 19:12 | 25.02.2016
ნანახია: 2831

ხვალ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: +10, +15; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.

თბილისში ხვალ, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დაუბერავს სუსტი ქარი. შესაძლებელია მცირე წვიმა. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით +7, დღისით +14 გრადუსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე