ეუთო-ს ყოველწლიური სესია თბილისში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:52 | 25.02.2016
ნანახია: 1521

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-15 სესია მთავარი კომიტეტის მუშაობით დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ სესიის მანძილზე განსახილველ საკითხებზე და უკვე მომზადებულ მოხსენებებზე მსჯელობა და დისკუსია გამართა.

კომიტეტის წევრებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკას კანერვა მიესალმა და ზამთრის სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელი სადამკვირვებლო მისიების და სპეციალური წარმომადგენლების მოხსენებას გაეცნენ. საკითხების მთავარ თემებს ეუთო-ს სივრცეში შემავალ სახელმწიფოებში წინასაარჩევნო გარემოს მიმოხილვა, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები და უსაფრთხოების ინსტრუმენტებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ აქტივობებზეც იმსჯელეს. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანი ყურადღება ეუთო-ს ყოველწლიური სესიის გასამართ საკითხებზე გამახვილდა, რომელიც 1-5 ივლისს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გაიმართება.
სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მონაწილეობენ. ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მოხარულია უმასპინძლოს ესოდენ წარმომადგენლობით და მნიშვნელოვან ღონისძიებას და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოს მისი სრულფასოვანი ორგანიზება.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა ეუთო-ს ბიუროს სხდომების გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე და 2017 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე