ბუნდესტაგის დეპუტატი: საქართველოს გარანტირებული აქვს გერმანიის მხარდაჭერა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 25.02.2016
ნანახია: 1518

დღეს, შეხვედრა გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გიუნტერკრიხბაუმთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგან ჰელმიხთან.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, გერმანიის როგორც აღმასრულებელი, ისესაკანონმდებლო ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გერმანელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვესსაქართველოს ამ პროცესში მიღწევებს. როგორც ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ კრიხბაუმმა აღნიშნა ქვეყანამ  შთამბეჭდავშედეგებს მიაღწია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე.

გერმანული მხარე განსაკუთრებით აფასებს თქვენს მიდგომას ევროკავშირის სტანდარტთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოშიბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის სფეროში.ჩვენ საქართველოს მხრიდან ვხედავთ მნიშვნელოვან ძალისხმევას და ხელშესახებ წარმატებას. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზესაქართველოს გარანტირებული აქვს ჩვენი და გერმანიის მხარდაჭერა"- აღნიშნა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტისთავმჯდომარემ.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმდინარეობა, საქართველოსევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. ამის გარდა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ დეპუტატებთანსაუბრებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარეპროცესებზეთავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე