უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 25.02.2016
ნანახია: 1534

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 198.7 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.9 პროცენტით შემცირდა). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.0 მლნ ლარით ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 124.3 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირებამ 3.7 პროცენტი შეადგინა).   

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 28.66 პროცენტი შეადგინა - პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით 1.87 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.22 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე