ბურჯ-ხალიფას მეხი დაეცა

საქართველო, თბილისი - 15:30 | 25.02.2016
ნანახია: 4136

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ბურჯ-ხალიფას მეხი დაეცა. ულამაზესი სანახაობის ფოტოზე აღბეჭდვა მოპირდაპირე შენობაში მყოფმა 29 წლის ფოტოგრაფმა მუჰამედ აზმიმ მოასწრო.

ცათამბჯენის სიმაღლე 828 მეტრს შეადგენს. მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო. სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და ერთი კვირის განმავლობაში ერთი ან ორი სართული შენდებოდა. შენობა 160-სართულიანია. ბურჯ ხალიფა აღიარებულია როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის მშენებლობა 2010 წლის 4 იანვარს დასრულდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე