კერი: სირიაში უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად 30 ათასამდე ჯარისკაცი უნდა განლაგდეს

საქართველო, თბილისი - 14:01 | 25.02.2016
ნანახია: 1807

სირიაში უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად ქვეყანაში 30 ათასამდე ჯარისკაცის განლაგება გახდება საჭირო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სენატში გამოსვლისას განაცხადა.

”პენტაგონის შეფასებით უსაფრთხოების ნამდვილი ზონის უზრუნველსაყოფად ქვეყნის ჩრდილოეთით 15-დან 30 ათასამდე ჯარისკაცი გვესაჭიროება”, - განაცხადა კერიმ.

ვაშინგტონში სირიაში მოქმედების გეგმა ”ბ”-ს განიხილავენ, რომელიც ითვალისწინებს სახმელეთო ოპერაციებს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონი და მოსკოვი სირიაში 27 თებერვლიდან ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმება ეხება მხოლოდ სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის ზომიერ ძალებს შორის საომარ მოქმედებებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე