ბოლივუდელი მსახიობი ქართველ ჟურნალისტზეა შეყვარებული - რას ამბობენ ლელა ნინუასა და მისტერ რათხოდზე?

საქართველო, თბილისი - 13:40 | 25.02.2016
ნანახია: 6185

თელავის შემდეგ ბოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი მისტერ რათხოდი ქუთაისს ესტუმრა. ტელეკომპანია „იმედის“ ჯგუფმა ადგილობრივ მოსახლეობას სიურპრიზი გაუკეთა და ყველას რათხოდთან ფოტოს გადაღების საშუალება მისცა. თაყვანისმცემლები ემოციებს ვერ მალავდნენ.  სოციალური ქსელი მსახიობთან გადაღებული ფოტოებითაა აჭრელებული. მისტერ რათხოდი გია ჯაჯანიძის სპეციალური სტუმარია. გადაცემა ეთერში 3 მარტს გავა და უფრო დეტალურად შეიტყობთ, თუ რას უკავშირდება  რათხოდის ვიზიტი საქართველოში.

ინდოელი მსახიობი გახდა ჭორების მოყვარულთა მთავარი სამიზნე, თუმცა ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. არც მეტი, არც ნაკლები, ბოლივუდელი მსახიობი ქართველ ჟურნალისტზეა შეყვარებული. როგორც წყარომ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რათხოდი ჟურნალისტ ლელა ნინუას გვერდიდან არ შორდება, უფრო მეტიც იმის მიუხედავად, რომ მსახიობისთვის ცალკე მანქანაა  გამოყოფილი, ის თურმე ყველგან  ნინუას მანქანით გადადგილდება.  ამ ყველაფერს კი ის ფოტოებიც მოწმობს, რომელიც ჩვენ წყარომ მოგვაწოდა.  

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ გაუმხილეს, რათხოდს ქართველი მანდილოსანი ისე ჩავარდნია გულში, რომ ინდოეთში წაყვანასც კი დაპირდა. ჩვენ ვცადეთ ჟურნალისტ ლელა ნინუასთან დაკავშირება, თუმცა მან საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა: მაყურებელს ძალიან საინტერესო გადაცემა ელოდება.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე