სტამბულის პოლიციამ ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 25.02.2016
ნანახია: 1616

სტამბულში თვითმკვლელ-ტერორისტს ეძებენ, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს მეტროსადგურებში ან მუნიციპალურ ავტობუსებში. ამის შესახებ თურქული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

მიღებულია განსაკუთრებული ზომები რამდენიმე მეტროსადგურთან და ავტობუსების ზოგიერთ გაჩერებასთან.

17 თებერვალს თურქეთში მომხდარ აფეთქებებს 28 ადამიანი ემსხვერპლა და 60-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთმა მებრძოლებმა აიღეს. მათი განცხადებით ტერაქტი ქურთების მიმართ პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკის პასუხს წარმოადგენს და თავდასხმათა სერიების გაგრძელების პირობა დადეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე