ნეპალში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 19 მგზავრის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 25.02.2016
ნანახია: 1659

ნეპალის სამაშველო სამსახურებმა მთებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 19 მგზავრის ცხედარი იპოვეს.

საძიებო-სამაშველო სამუშაოები გვიან საღამოს ამინდის ცუდი პირობების გამო შეწყდა.

თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა 24 თებერვალს განიცადა, ავიაკომპანია Tara Air-ს ეკუთვნოდა. ის შიდა რეისს ასრულებდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან 18 წუთის შემდეგ შეწყდა.

ბორტზე მყოფი 23 ადამიანიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე