ჰაიტიზე ზიკას ვირუსით დაინფიცირების 800-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 25.02.2016
ნანახია: 2143

ჰაიტიზე ზიკას ვირუსით დაინფიცირების 800-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო ხელისუფლებამ დაავადების გადამტანი კოღოების მასშტაბური განადგურება დაიწყო. მიმდინარეობს დაწესებულებების სპეციალური საშუალებებით დამუშავება.

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მსოფლიო ბანკი მზად არის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებს, სადაც ზიკას ვირუსი გავრცელდა, 150 მლნ დოლარი გამოუყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამერიკის კონტინენტზე ზიკას ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა უწოდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები 36 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ვირუსი ზრდასრულებში არ იწვევს სიკვდილიანობას და დაინფიცირებულ ადამიანებში მას გართულებები არ მოჰყვება. ერთადერთი იშვიათი გართულება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც დამბლის გამოწვევა შეუძლია. ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსულებისთვის წარმოადგენს. იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახს დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკამ შესაძლოა ბავშვებში მიკროცეფალია გამოიწვიოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე