ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმიწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 25.02.2016
ნანახია: 1775

ქვეყნის სახელმიწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს.ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაშვებულია თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებთან, მთავრობის კანცელარიასა და პრეზინდეტის სასახლესთან. 

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე