საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში დახვრეტილია 17500, გადასახლებულია - 300 000 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:16 | 25.02.2016
ნანახია: 1536

25 თებერვალს 95 წელი სრულდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან.

სამწუხაროდ, საარქივო მასალები არ იძლევა საშუალებას ზუსტად აღირიცხოს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობა. ამის მიუხედავად, როგორც შსს საარქივო მასალებზე დაყრდნობით ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ გაარკვია, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.

1921-1990 წლებში რეჟიმის მიერ სხვადასხვა „დანაშაულის“ გამო დახვრეტილია 17 500 ადამიანი. მონაცემები არ არის სრულყოფილი, რადგან როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შსს არქივში განუმარტეს, საქმეთა დიდი ნაწილი დამწვარია.

ასევე, არასრულყოფილია მონაცემები 1937-1938 წლებში გადასახლებულთა შესახებ. ამჟამად არქივში არსებული მონაცემებით, ორი წელიწადში გადასახლებულთა რაოდენობა 13 ათას შეადგენს.

საკმაოდ ყურადსაღებია 1941-1951 წლებში საეშელონო გადსახლებულთა რაოდენობა საეშელენო სიის მიხედვით,  113 800 ადამიანი. ეს მაჩვენებელიც არასრულყოფილია, რადგან „ჯი-ეიჩ-ენმა“ გაარკვია, რომ  ამ პერიოდის 40 ათასამდე საქმე დამწვარია.

მასალაზე მუშაობისას გაირკვა, რომ საეშელონო სიის საშუალო მონაცემი 300 ათას ადამიანს აღემატება.

აღნიშნული რაოდნობა დგინდება შემდეგი სახით. თუ ბოლშევიკური ხელისუფლება არასანდოობის ან სხვა ბრალდების გამო აპატიმრებდა 1 ადამიანს, გადასახლებაში - საეშელონო სიაში, ხვდებოდნენ მისი ოჯახის წევრი. მაგალითად, არქივში მითიღებულია რომ კონკრეტული პირის არასანდოობის გამო  გადასახლებულია მისი შვიდსულიანი ოჯახი, თუმცა აღრიცხულია როგორც ერთი.

უნდა აღინიშნოს, რომ საეშელონო სიით გადასახლებულები, რომლებიც გადარჩნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. მაგრამ საარქივო მასალებით საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც ისინი ხელმეორედ ხვდებოდნენ გადასახლებაში.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე