ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

საქართველო, თბილისი - 18:05 | 24.02.2016
ნანახია: 1504

2016 წლის იანვრის ბოლოს, ნიგერიის მახლობლად, გვინეის ყურეში მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნული კომპანიისკუთვნილ ტანკერს ''ლეონ დიას.''  თავდამსხმელებმა  5 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი იყო.

გატაცების მომენტიდან განთავისუფლებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამინისტროს სსიპ ''საზღვაოტრანსპორტის სააგენტო''და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი გემთფლობელ კომპანიასთან, ნიგერიისა და ბენინისსახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესებში.

გატარებული ღონისძიებების შედეგად 2016 წლის 22 თებერვალს გატაცებული მეზღვაურები მშვიდობიანად გაათავისუფლეს, ქართველი მეზღვაურისაქართველოში რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე