თელავში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 24.02.2016
ნანახია: 2005

თელავში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე  უცნობია რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთმა ადგილობრივმა  ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში დანით დაჭრილი იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს მოკვლევა.

შსს მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე