„სააკაშვილი ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, ივანიშვილს კი ყველაფერი თავზე ენგრევა“

საქართველო, თბილისი - 17:46 | 24.02.2016
ნანახია: 4706

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სააკაშვილსა და ივანშვილს შორის შედარებებს აკეთებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„2012 წელს არჩევნებში დამარცხებული სააკაშვილი 50 მილიონიანი ქვეყნის ახალ პოლიტიკურ კლასს აყალიბებს და, მაღალი ალბათობით, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანის პრემიერმინისტრი გახდება, რომლის მოქალაქეობა სულ რაღაც ერთი წელია მიიღო. 
2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი იურული პერიოდის პოლიტიკური კლასის დინოზავრებს შორის გარჩევებითაა დაკავებული საკუთარი კოალიციის შიგნით და ამასობაში ყველაფერი თავზე ენგრევა - ეკონომიკა, სასამართლო, უსაფრთხოება, დემოკრატია. 
იგრძენით განსხვავება. სერია მეორე“, - წერს ნიკა გვარამია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე