ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინვესტორებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:33 | 29.09.2015
ნანახია: 1987

29 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ინვესტორების ჯგუფთან და კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მაჩვენებლების შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარია, ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, წლის მეორე კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან.

სტუმრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და პრივატიზაციის მიმართულებით.

კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლები საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. თბილისში ისინი წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე