ქობულეთში ორი მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 11.09.2015
ნანახია: 2798

ქობულეთში ორი მამაკაცი დაჭრეს. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის მფლობელს დანით ჭრილობები მიაყენეს. არსებული ინფომაციით, მალევე ამ შემთხვევას მეორე დაჭრაც მოჰყვა და მარკეტის მეპატრონის შვილმა სავარაუდოდ, დანით ის პირი დაჭრა, ვინც მამამისს ჭრილობები მიაყენა. ორივე დაჭრილი ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდიდნარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ორივე დაჭრილი ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე