17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 24.02.2016
ნანახია: 1754

სამართალდამცველებმა 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავეს. რუსეთის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თბილისში აიყვანეს.

გამოძიების ინფორამციით, ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად, 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება აღუკვეთა სოფელ ფონიჭალას დასახლებაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ გოგონას.

თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე