ნინა რომანაძის და მისი 3 წლის გოგონას ცხედრებს დღეს ქობულეთში გადაასვენებენ

საქართველო, თბილისი - 16:35 | 23.02.2016
ნანახია: 1968

35 წლის ნინა რომანაძის და მისი 3 წლის გოგონას ცხედრებს დღეს ქობულეთში გადაასვენებენ.

მკვლელობის მიზეზების შესახებ ნინა რომანაძის ოჯახისთვისაც არაფერია ცნობილი. მათი ინფორმაციით, რომანაძეს და მის მეუღლეს არც მტრები ჰყოლიათ და არც არავისთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის 12 საათზე, ზემო ფონიჭალაში საკუთარ სახლში თავდამსხმელებმა დედას ყელი გამოჭრეს, მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს. გამოძიება 109 -ე მუხლით დაიწყო - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე