რამდენიმე კვირაში ”ნარინჯისფერი რთველი” დაიწყება

საქართველო, თბილისი - 17:11 | 29.09.2015
ნანახია: 1838

 

რამდენიმე კვირაში ”ნარინჯისფერი რთველი” დაიწყება. მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 130-135 ათას ტონა ციტრუსს ელოდება, ხოლო უშუალოდ აჭარის რეგიონში კი 106 ათას ტონა ციტრუსს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, წელს ციტრუსის მოსავალი გაორმაგებული იქნება. მინისტრი ამბობს, რომ ციტრუსის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, იგეგმება გააქტიურება შუა აზიის მიმართულებით.

„წელს ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ მეტი იქნება. ბუნებრივია, როცა მოსავლიანობა 2-ჯერ მეტია დგას საკითხი თუ როგორი იქნება პროდუქციის რეალიზაცია. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება უკრაინაში და რა ვითარებაა რუსეთში, ასევე თუ გავითვალისწინებთ ინფლაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ალბად სირთულეები იქნება. თუმცა გამომდინარე არსებული მდგომარებიდან წელს გვინდა, რომ შუა აზიის მიმართულებით გავაქტიურდეთ“- აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა  "პრაიმ ნიუს ჯორჯიასთან" საუბრისას.

როგორც ზაურ ფუტკარაძე ამბობს, წელს ექსპლუატაციაში რამდენიმე ახალი საწარმო შევა და ციტრუსის დაბინავების კუთხით სირთულები არ უნდა იყოს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ფასად მოხდება ციტრუსის ჩაბარება. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე საუბარს ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს, და განმარტავს, რომ ფასს ბაზარი განსაზღვავს.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე მანდარინის რაოდენობამ აჭარაში 39777.425 ტონა შეადგინა, აქედან  სტანდარტული მანდარინის რაოდენობა 28865,045 ტონა იყო, ხოლო არასტანდარტული მანდარინის საერთო მოცულობა - 10912,38 ტონას შეადგენდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე