საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:24 | 23.02.2016
ნანახია: 1418

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეუთოს მისია, როგორც მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მისია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟენევის მოლაპარაკებებისფორმატის და ამ ფორმატში მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის უდიდეს მნიშვნელობას.

ეუთოს მისია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე