მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო ფისკალურს სამსახურს ფსევდო-რეფორმების გატარებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 29.09.2015
ნანახია: 1838

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს სახელწოდებით "კორუფციის ახალი ტალღა რეფორმების სახით", რომელიც უკრაინის ახალ რეფორმებს ეხება და აღნიშნავს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კორუფცია კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს და ახალი რეფორმებით ინიღბება.

"ГФС (უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახური) კიდევ ერთხელ ცდილობს ახალი ფსევდო-რეფორმების გატარებას, სამართლიანი კანონების დაწესების ნაცვლად, რაც კიდევ უფრო აუარესებს ბიზნესის მდგომარეობას. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს (№724), რომლის მიხედვით, ამიერიდან, აუცილებელია, ყველა პროდუქტის განბაჟება წინასწარ გარკვეული ფასით, რომელიც ГФС-ს მიერაა დაწესებული. დღეისათვის კი ყველა საბაჟოზე ოფიციალური ქაღალდების გაფორმება პარალიზებულია. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, განაცხადეს, რომ კანონი ხელმოწერილი იქნა "იმისათვის, რომ უზრუნველყონ თანაბარი პირობები საგარეო ეკონომიკური საქმიანობებისათვის".

ამგვარად, ბიზნესი უძლური იქნება ღირებულების მანიპულაციის მხრივ, რომელსაც ГФС-ის ხელმძღვანელობა მოახდენს. დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობა დიდი სიხარულით შეასრულებს ამ "საპატიო" დავალებას, ვინაიდან ეს ხელს აძლევს დღევანდელ კორუფციონერებს.

პრობლემა ისაა, რომ განბაჟების ფასები რეგიონების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საბაჟო ტვირთი უნდა ფორმდებოდეს შეთანხმებით დაწესებული ფასის მიხედვით, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. პირველ რიგში ეს კლავს ბიზნესს. ბიზნესმენს შეუძლია მოლაპარაკება აწარმოოს ფასის დაკლების თაობაზე მსხვილ საქონელთან დაკავშირებით, მოიძიოს საუკეთესო ურთერთმიმართება - "ფასი-ხარისხი"-ს სახით და ჰყავდეს მუდმივი პროვაიდერები. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი ისეთი შემთხვევაა, როდესაც ახალი რეფორმების გატარების სახით კიდევ უფრო მეტად მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა", - წერს მხიეილ სააკაშვილი

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე